პრიმატების კლონირებას უდიდესი სამედიცინო მნიშვნელობა აქვს, მაგ., გენეტიკურად იდენტური მაიმუნების მისაღებად, რაც შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა. ჯერჯერობით ორი კლონირებული რეზუს-მაკაკას გენეტიკური მასალა ჩანასახის განვითარების ადრეულ ეტაპებზეა მიღებული. ზრდასრული ცხოველის უჯრედებიდან მიღებული ბირთვის ტრანსპლანტაცია ამ შემთხვევაშიც რთული პრობლემაა.
ბუნებრივია კითხვა, შესაძლო იქნება თუ არა ადამიანების კლონირება? ეთიკური საკითხების გარდა, რომელიც ასეთ შემთხვევაში თავისთავად წამოიჭრება, არსებობს მეთოდოლოგიური პრობლემებიც: თვით იენ უილმუთი აღიარებს, რომ, დოლის წარმატებული მაგალითის გარდა, არსებობს კლონირების არაერთი დამაფიქრებელი შედეგი (მაგ., დოლის დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ კლონირებული ცხვარი, რომელიც არასრულყოფილად განვითარებული ფილტვებით დაიბადა; ხშირ შემთხვევაში კლონირების გზით დაბადებულ ცხოველებს არაბუნებრივად დიდი ზომის შინაგანი ორგანოები ახასიათებთ და ა.შ.). სწორედ ასეთი შემთხვევების გამო მეცნიერთა უმრავლესობას დაუშვებლად მიაჩნია ადამიანის კლონირების დაწყება არსებული თეორიული ცოდნისა თუ ექსპერიმენტული მეთოდოლოგიის საფუძველზე. ჯერ კიდევ 2001 წელს ამერიკის ეროვნულ აკადემიაში ამ თემაზე ჩატარებული კონფერენციის თითქმის ყველა მონაწილემ აღიარა, რომ ადამიანის კლონირება უსაფრთხო მეთოდად ვერ იქნება მიჩნეული. თუმცა კონფერენციის მონაწილე მეცნიერთა ნაწილი აცხადებდა, რომ ადამიანის გამრავლების შესახებ დაგროვილი ცოდნა მნიშვნელოვნად აღემატება ინფორმაციას ამ პროცესის შესახებ სხვა ძუძუმწოვრებში. ამიტომ, მათი აზრით, ადამიანის კლონირებისას შესაძლო იქნება ცხვრებისა და მღრღნელების შემთხვევაში მიღებული არასასურველი შედეგების თავიდან აცილება. ადამიანის კლონირების მომხრეთა მთავარი არგუმენტი კი ეხება ადამიანის უფლებებს, რადგან “ნებისმიერი ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა გამრავლდეს იმ გზით, რომელსაც ის აირჩევს".
დასკვნა
დოლის კლონირება უდავოდ დიდ მეცნიერულ მიღწევად უნდა ჩაითვალოს, რადგან ამ ექსპერიმენტის ავტორებმა თავი გაართვეს უაღრესად რთულ ამოცანას როგორც თეორიული თვალსაზრისით, ისე მრავალსაფეხურიანი ცდის თითქმის უნაკლო შესრულების მხრივ. ცხოველების (კერძოდ, ძუძუმწოვრების) კლონირების პრაქტიკული მნიშვნელობა ბიოტექნოლოგიისა და მედიცინისთვის ეჭვგარეშეა. ამასთან, ადამიანის კლონირება, რაშიც იგულისხმება კონკრეტული პიროვნების ზუსტი გენეტიკური ასლის შექმნა ბირთვის ტრანსპლანტაციის საფუძველზე, მრავალ ეთიკურ და მეთოდოლოგიურ პრობლემას ქმნის და მათ გადაჭრას ალბათ კიდევ არაერთი წელი დასჭირდება.
დღესდღეობით მრავალ ქვეყანაში დაშვებულ იქნა კლონირების ექსპერიმენტები 14-დღიან ემბრიონზე (ისინი ამჯობინებენ ტერმინი „პრე-ემბრიონის“ ხმარებას). რატომ მაინცადამაინც 14-დღიანი ლიმიტი? მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ დროიდან უჩნდება ემბრიონს მგრძნობელობა (რაოდენი „ჰუმანიზმია“!).დიდი აზრთა სხვადასხვაობაა ერთი საკითხის გარშემო – ექნება თუ არა სული კლონირების გზით „გამოყვანილ“ არსებას?! ადამიანის კლონირების დამქაშები საკითხს ასე აყენებენ: „თუკი ადამიანს ძალუძს ორგანიზმის კლონირებასთან ერთად მისი სულის კლონირებაც, რაზე მიგვანიშნებს ეს? და თუკი კლონირებული ემბრიონი უსულოა, მაშინ რატომ უნდა შევიზღუდოთ ჩვენს კვლევებში?! მიგვიშვით, რათა ვზარდოთ და ვჭრათ ემბრიონები, ვეძიოთ და ვპოვოთ. ჩვენ მემკვიდრული დეფექტების გამოსწორებაც შეგვეძლება, იმ შეცდომების, ღმერთმა რომ დაუშვა ზოგიერთი ადამიანის შექმნისას...“http://24saati.ge
ადრეულ სტადიაზე ემბრიონის არადიფერენცირებულ (ე.წ. ღეროვან) უჯრედებს აქვთ უნარი ნებისმიერი ორგანოს და ქსოვილის უჯრედებად ჩამოყალიბდნენ. სწორედ ამ ეტაპზე არიან ისინი საინტერესო ემბრიონის კლონირების მნებებელთათვის. სანამ სპეციალიზაციას განიცდიდნენ და კონკრეული ფუნქციების შესრულებას დაიწყებდნენ, მათგან შეიძლება ახალი ორგანოები და ქსოვილები „გამოვზარდოთ“, რათა პერიოდულად შევიცვალოთ დაზიანებული თუ გაცვეთილი ნაწილები.
მივყვეთ ოცნებას: ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა ვიქონიოთ სხეულის „სათადარიგო ნაწილები“, გვექნება ჩვენ-ჩვენი საწყობი (თუ გნებავთ, ბანკი) გაყინული უჯრედებით, ორგანოებით (მარაგის მოცულობა, ალბათ, ისევ და ისევ ფულით განისაზღვრება). ორგანოთა ბაზარიც იქნება, სადაც ახალი, გაუყინავი ნაწილები გაიყიდება... ღმერთო, მომიტევე ამგვარი მკრეხელობა! მე მხოლოდ ის სურათი დავხატე, რაც დღევანდელობის ლოგიკური გაგრძელებაა. შემზარავია ყოველივე ეს!
http://www.orthodoxy.ge/metsniereba/kvelaze_patara3.htm

No comments:
Post a Comment